დაბრუნდით უკან

თუ თანხის გადარიცხვას ან მიღებას გეგმავთ, წაიკითხეთ რას გთავაზობთ „პეისერა ბანკი საქართველო“

#
ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო ღრმავდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებამ, ვიზის ლიბერალიზაციამ და თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს გაეფართოვებინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

საზღვრების გახსნამ და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოებამ გზა გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ განათლება ევროპაში , დასაქმდნენ, გაიტანონ ექსპორტზე ქართული პროდუქტი, აწარმოონ იმპორტი და განავითარონ ბიზნესი ევროპის ბაზრის ხელშეწყობით. პეისერა ბანკი საქართველო სწორედ რომ ევროპულ პროდუქტებს და მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც არა მხოლოდ ევროპასთან დაკავშირებული პირების და კომპანიების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას მარტივად ისარგებლოს ევროპული პროდუქტებით, სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

საქართველოში, ექსკლუზიურად, პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ  ერთიანი ევრო გადახდის არეალის სისტემით  (SEPA & SEPA Instant)  ანგარიშსწორებას ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნებში (EEA). ხოლო EEA-ს გარეთ ევროში ანგარიშსწორება TARGET2 სისტემის გამოყენებით შეგვიძლია. 

რა არის SEPA სისტემა და SEPA & SEPA Instant გადარიცხვები:

SEPA სისტემა ეს არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროში ანგარიშსწორებას ხდის მარტივს და სწრაფს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანა SEPA სისტემის გამოყენებით ანგარიშსწორებას ახორციელებს, ისე როგორც ლოკალური გადარიცხვები და ჩარიცხვები ხორციელდება. ანგარიშსწორება არის მარტივი და იაფი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. 

SEPA გადარიცხვები - ევროს სტანდარტული გადარიცხვები SEPA სისტემის გამოყენებით,  რომელზეც  არ ვრცელდება გადარიცხვის ლიმიტი და თანხა ბენეფიციარამდე საშუალოდ 2 სამუშაო დღეში აღწევს.  

 SEPA Instant გადარიცხვები - ევროს მყისიერი გადარიცხვები, რომელიც ბენეფიციარის ანგარიშზე შესრულებიდან რამოდენიმე წუთში აისახება, ხოლო   ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური ლიმიტი 100,000 ევროა.

SEPA & SEPA Instant გადარიცხვები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც დროს, ღირებულებასა და სიმარტივეს აფასებს. SEPA & SEPA  Instant არის ევროპის ეკონომიკური არეალის (EEA) ბანკებში ანგარიშსწორების  ყველაზე სწრაფი  გზა, რომელსაც საქართველოში  ექსკლუზიურად პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ.

SEPA და SEPA Instant გადარიცხვების საკომისიო მხოლოდ 7.00 ევროა. ყველანაირი დამატებითი საკომისიოს გარეშე. 

ვის შეუძლია ისარგებლოს SEPA გადარიცხვებით: 

SEPA სისტემის გამოყენებით ანგარიშსწორება  შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც პეისერა ბანკ საქართველოში  გახსნილი აქვს ევროპული ანგარიში.  ანგარიშის გახსნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან დისტანციურად. თქვენ მხოლოდ უნდა ჩამოტვირთოთ Paysera Super App  და მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და  ანგარიშის გახსნა სრულიად უფასოა.

ევროპული ანგარიშის გახსნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მარტივად განახორციელოთ SEPA და SEPA Instant გადარიცხვები Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით და მიიღოთ ჩარიცხვები თქვენ ევროპულ ანგარიშზე.

რა უნდა გახსოვდეთ:

SEPA და SEPA Instant  გადარიცხვის ინიციირებისას,  თქვენს მიერ Paysera-ს სისტემაში მიმღების საბანკო ანგარიშის (IBAN) შეყვანის შემდეგ, სისტემა თავად მოახდენს  იდენტიფიკაციას, არის თუ არა მიმღების ბანკი SEPA-ს წევრი.

მიმღების მონაცემების და სავალდებულო ველების შევსების შემდეგ, გადარიცხვა შესრულდება და მიმღების ანგარიშზე სწრადავე აისახება.

SEPA სისტემის მეშვეობით ანგარიშსწორება ევროში ჩვენი ბანკის მომხმარებლისთვის ისეთივე მარტივი და მოსახერხებელია, როგორც ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში. 

SEPA სისტემით შერულებული გადარიცხვებისათვის არ გჭირდებათ შუამავალი ბანკის რეკვიზიტების შეყვანა, რაც გადარიცხვის კიდევ პროცესს  უფრო ამარტივებს და მიმღების ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის დროს საგრძნობლად ამცირებს. 

#

გადარიცხვები ევროპის ეკონომიკური არეალის (EEA-ს) საზღვრებს გარეთ

პეისერა ბანკი საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას შეასრულოთ გადარიცხვები არა მხოლოდ ევროპის ეკონომიკურ არეალში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

პეისერა ბანკი საქართველო აქაც ინარჩუნებს ექსკლუზივს და  გთავაზობთ შეასრულოთ საერთაშორისო  გადარიცხვები ევროში  TARGET2 სისტემის გამოყენებით. 

TARGET2 ეს არის დროის რეალურ რეჟიმში  ანგარიშსწორების სისტემა,  რომელსაც ფლობს და მართავს ევროზონის მონეტარული ორგანო - ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მიიღეს ევრო, როგორც ერთადერთი ოფიციალური ვალუტა.
ამჟამად  TARGET2  სისტემაში მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის  52,000-ზე მეტი ბანკია ჩართული. აღნიშნული სისტემის გავლით ხორციელება, როგორც ეროვნული და ცენტრალური ბანკების, ასევე ბანკთაშორისი და კომერციული ბანკების მომხმარებლების ტრანზაქციები. 

რა უნდა გახსოვდეთ:

თუ მიმღები ბანკი ჩართულია TARGET2 სისტემაში ჩვენი საბანკო სისტემა ავტომატურად ამოიცნობს მას. მიმღებმა ბანკმა შესაძლოა ბენეფიციარს დააკისროს დამატებითი საკომისიო და ჩამოჭრას იგი გადარიცხული თანხიდან. გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.  გადარიცხვის საკომისიო 9,999.99 ევრომდე მხოლოდ 7.00 ევროა, ხოლო 10,000 ევროზე მეტ თანხებზე - სულ რაღაც 10.00 ევრო.

TARGET2 სისტემით გადარიცხვები ხელმისაწვდომია როგორც  Paysera Super App-ის,  ასევე Paysera ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.  ორივე შემთხვევაში გადარიცხვა ისეთივე მარტივია, როგორც ლარში ანგარიშსწორებისას.

TARGET2 სისტემით შერულებული გადარიცხვებისათვის არ გჭირდებათ შუამავალი ბანკის რეკვიზიტების შეყვანა, რაც გადარიცხვის პროცესს  უფრო ამარტივებს და მიმღების ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის დროს საგრძნობლად ამცირებს. 

გადარიცხვის შესრულების დეტალური ინსტუქცია იხილეთ აქ;

გადარიცხვები EEA-ს  საზღვრებს  გარეთ Paysera Super App-ის  საშუალებით:

გადარიცხვები EEA-ს საზღვრებს  გარეთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით:

#

გადარიცხვები ლარში

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ლარში ანგარიშსწორებას. თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში სწრაფად და რაც მთავარია ყველანაირი საკომისიოს გარეშე!  გადარიცხვები ლარში ჩვენთან უფასოა. 

გადარიცხვები ლარისა და ევროსგან განსხვავებულ  ვალუტაში

თუ თქვენი ბიზნესის მთავარ ნაწილს იმპორტი წარმოადგენს ან ხშირად გიწევთ სხვადასხვა პირადი მიზნებისათვის თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვა, კარგად გეცოდინებათ ყველა ის სირთულე,  რაც უცხოურ ვალუტაში გადარიცხვას ახლავს თან.

პეისერა ბანკი საქართველო  გთავაზობთ გადარიცხვებს 20   განსხვავებულ ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით. რაც იძლევა შესაძლებლობას  აქციოთ საერთაშორისო გადარიცხვა - ადგილობრივად.

გადარიცხვები სრულდება სწრაფად, მარტივად და იაფად. 

განსაკუთრებულ სარგებელს შეგიძლიათ  მიიღოთ ისეთ ვალუტაში ანგარიშსწორებისას, როგორიცაა:  ბრიტანული ფუნტი (GBP), პოლონური ზლოტი (PLN), ნორვეგიული კრონი (NOK), შვედური კრონა (SEK), დანიური კრონა (DKK), ბულგალური ლევი (BGN), რუმინული ლეი (RON), ჩეხური კრონა (CZK),  ალბანური ლეკი (ALL).  

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვალუტაში  გადარიცხვების საკომისიო,  ამავე ქვეყნებში ლოკალურ ვალუტაში გადარიცხვის საკომისიოს ტოლფასია.  

ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით და რა დრო სჭირდება ტრანზაქციის შესრულებას?

მომსახურებით სარგებლობა შეუძლია პეისერა ბანკი საქრთველოს მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს. ტრანზაქციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ ვალუტაზე, მაგრამ მისი შესრულება სტანდარტულად არ აღემატება 3 სამუშაო დღეს. გადარიცხვის საკომისო დამოკიდებულია ვალუტაზე და მიმღების ბანკზე. 

გადარიცხვის საკომისოები შესაბამისი ვალუტების და შესრულების დროების მიხედვით, გთხოვთ იხილოთ აქ 

როგორ ვისარგებლო  Paysera Super App-ითა და Paysera ინტერნეტ ბანკით?

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ  სხვადასხვა ვალუტაში როგორც Paysera აპლიკაციის, ასევე ინტერნეტ ბანკის გამოყენებით. 

სანამ თანხას სხვადასხვა ვალუტაში გადარიცხავთ, შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა სასურველ ვალუტაში სწრაფად და მარტივად. შემოთავაზებული კურსი ყოველთვის იქნება ხელსაყრელი და თქვენზე მორგებული.

გთხოვთ, იხილოთ კონვერტაციის ინსტრუქცია:

ვალუტის გაცვლა Paysera Super App-ის საშუალებით:

ვალუტის გაცვლა ინტერნეტ ბანკის საშუალებით:

გადარიცხვები პეისერას ქსელის  მომხმარებლებს შორის 

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ფულის გადარიცხვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, წამებში და საკომისიოს გარეშე. ეს შესაძლებელია თუ მიმღებიც და გამგზავნიც იქნება პეისერა ქსელის მომხმარებელი,  ხოლო  თუ თანხის მიმღები ჯერ არ არის პეისერას ქსელში რეგისტრირებული, შესთავაზეთ მას ანგარიშის გახსნა ჩვენთან, უფასოდ და მარტივად. რაც მთავარია დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. 
პეისერას ქსელის შიგნით გადარიცხვები  უფასოა და მიმღებს მომენტალურად აესახება ანგარიშზე. 

აღნიშნული ფუნქციონალის  გამოყენება შესაძლებელია როგორც Paysera Super App, ასევე Paysera ინტერნეტ ბანკის საშუალებით.

Paysera-ს შიდა  გადარიცხვები Paysera Super App-ის  საშუალებით:

Paysera-ს შიდა გადარიცხვები  ონლაინ ბანკი საშუალებით:

#

და ბოლოს …

ბლოგის ბოლოს, თქვენ უკვე იცით პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული უსაზღვრო ევროპული  შესაძლებლობების შესახებ. ისარგებლეთ საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების მრავალფეროვანი სპექტრით და რა თქმა უნდა ევროპული ტარიფებით.

გახდით ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი და შეაბიჯეთ გადახდების უსაზღვრო სამყაროში პეისერა ბანკ საქართველოსთან ერთად.

ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები ყოველთვის სიხარულით გაგიწევენ კონსულტაციას და შემოგთავაზებენ თქვენთვის ხელსაყრელ ვარიანტს საერთაშორისო გადარიხვის და პეისერა ბანკი საქართველოს სხვა პროდუქტების  შესახებ.  დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში ნომერზე: +995 32 222 55 22 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]
 
გაგზავნით ფულს საზღვარგარეთ ევროპის ეკონომიკური არეალის (EEA)  ფარგლებში მაშინ გააკეთეთ არჩევანი SEPA-სა და SEPA Instant-ს შორის.

გჭირდებათ საერთაშორისო გადარიცხვა ევროში EEA-ს გარეთ? იღბლიანი ხართ! Paysera არის TARGET2 სისტემის  წევრი, რაც გაგიადვილებთ საერთაშორისო გადარიცხვის შესრულებას სჭირდებათ თქვენს ახლობლებს ნაღდი ფული, რაც შეიძლება მალე? არ იდარდოთ, ჩვენ აქაც თქვენთან ვართ და გთავაზობთ გადარიცხვას წუთებში.

და თუ ეს საკმარისი არ არის თქვენს დასარწმუნებლად, Paysera ასევე გთავაზობთ 30+  განსხვავებულ ვალუტას კონკურენტული გაცვლითი კურსით, რაც გაგიადვილებთ გადარიცხვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

დაემშვიდობეთ რთულ ფულად გზავნილებს და აირჩიეთ პეისერა ბანკი საქართველო  თქვენი შემდეგი გადარიცხვისთვის. გახდით ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი და შეაბიჯეთ გადახდების უსაზღვრო სამყაროში პეისერა ბანკ საქართველოსთან ერთად.