ანონიმური მხილება
სს “პეისერა ბანკი საქართველო“ მხარს უჭერს ეთიკურ ქცევას ბიზნესის ყველა ასპექტში და მოელის, რომ მის საქმიანობაში ჩართული ყველა თანამშრომელი დაიცავს ეთიკური ქცევის უმაღლეს სტანდარტებს მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, აქციონერებთან, მარეგულირებლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.
თუ გსურთ ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული უკანონო, თაღლითური ან არაეთიკური ქმედების, ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება:
გთხოვთ, გახსოვდეთ !
ანონიმური გაცხადების დაფიქსირება შესაძლებელია:
-
ელექტრონულად, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:[email protected];
-
ელექტრონულად, ბანკის ვებგვერდის ჩანართიდან;
-
მატერიალურად (ბანკში წერილის წარდგენით), ბანკის ოფისის მისამართზე;
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილია ან გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი ნებისმიერი შესაძლო ისეთი დარღვევის შესახებ როგორიცაა:
საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა;
-
სამართალდარღვევის, მათ შორის, კორუფციის, თაღლითობის, ქურდობის, საბუთების გაყალბების შესახებ ინფორმაცია;
-
კონფიდენციალურობის დარღვევა;
-
ინტერესთა კონფლიქტის უგულებელყოფა;
-
დისკრიმინაციისა და უსამართლო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია;
-
თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის არასათანადოდ/ ბოროტად გამოყენება;
-
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა;
-
ინსაიდერული ან კონფიდენციალური ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება;
-
ეთიკის პრინციპების დარღვევა;
-
ადამიანის უფლებების დარღვევა;
-
გარემოსთვის ზიანის მიყენება;
-
ნებისმიერი ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენიღბვა და ჩახშობის მცდელობა ან ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო ქმედება, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ბანკის ინტერესები და წარმოშვას რეპუტაციული თუ ფინანსური რისკი ან/და ბანკის თანამშრომელს გაურთულოს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება
და გინდათ აღნიშნულში დამრღვევის მხილება, მაგრამ გსურთ დარჩეთ ანონიმად, გამოიყენეთ ანონიმური განცხადების დაფიქსირების შესაძლო გზები.
დარღვევის ფაქტი ან მისი შესაძლო ჩადენის შესახებ ეჭვი უნდა ემყარებოდეს გონივრულ გარემოებებს.
გთხოვთ, დააფიქსიროთ დარღვევის შესახებ თქვენთვის ცნობილი საფუძვლიანი ინფორმაცია.
! გაითვალისწინოთ !
თქვენი ვინაობა (ასეთის გამხელის შემთხვევაში), ისევე როგორც თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სრულად კონფიდენციალურია.
დეტალურად იხ. „სს პეისერა ბანკ საქართველოს“ ანონიმური მხილების პოლიტიკა (აქ)
ჩვენი ქმედების მუდმივად წარმმართავი, საკუთარი, შინაგანი დისციპლინით შევქმნათ მშვიდი, უსაფრთხო და საქმიანი გარემო.