ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს!
გადვეხმარეთ შევასწოროთ შეცდომები და მიიღეთ ბონუსი!
შეცდომებს ვეობნებით არას!
Paysera-ს ვებსაიტზე უამრავი ინფორმაციაა. ათასობით სიტყვა, მილიონობით ასო და... ზოგჯერ შეცდომებიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ისინი, ადამიანები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს.🙂
მიუხედავად ამისა, ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილება Paysera-ს ვებსაიტზე და გვჭირდება თქვენი დახმარება! სანაცვლოდ, ჩვენ მზად ვართ გადაგიხადოთ ბონუსი.
1 შეცდომა = 1 ევრო
შესაძლოა თქვენ იპოვოთ გრამატიკული შეცდომა, სტრუქტურულად გაუმართავი წინადადება ან არასწორი სტილი? შესაძლოა არის ღილაკი რომელსაც უცნაური სახელი აქვს და თქვენ უკეთესი მოიფიქრეთ?
არასწორი ფაქტი = 10 ევრო
ალბათ შენიშნეთ, რომ ვებსაიტზე განთავსებული რიცხვები არ შეესაბამება თქვენს მიერ გადახდილ რეალურ ფასს? ან იქნებ სხვა ფიგურები არ ემთხვევა?
შეგვატყობინეთ ელ.ფოსტით[email protected]
- გვერდის ზუსტი მისამართი (URL), სადაც თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა;
- შეცდომის ზუსტი ადგილი (ე.ი. მიაბით screenshot მონიშნული შეცდომით);
- თქვენი შეთავაზება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოასწოროთ შეცდომა ან შეცვალოთ სახელი.
გთხოვთ, გაითვალიწინოთ! ბონუსი გადაიხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ სიტყვის, ფრაზის ან წინადადების შეცვლას თქვენ მიერ შემოთავაზებულით და/ან თუ შეცდომამ შეცდომაში შეიყვანა ჩვენი მომხმარებლები. ბონუსი არ გადაიხდება თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ თქვენი შესწორება არ არის შესაფერისი.
მხოლოდ Paysera-ს აქვს უფლება გადაწყვიტოს შეცდომების გამოსწორება და ბონუსის გადახდა. Paysera იტოვებს უფლებას შეწყვიტოს პროგრამა ნებისმიერ დროს.
ბონუსის გადახდის დამატებითი პირობები:
- ბონუსი გადაიხდება თქვენს Paysera ანგარიშზე.
- ბონუსი გადაიხდება თვის ბოლო სამუშაო დღეს, როდესაც შეცდომის შესახებ იყო მოხსენიებული.
- ბონუსი გადაიხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა შემჩნეული და მოხსენიებულია პირველად თქვენს მიერ და ჩვენ მანამდე მის შესახებ არ ვიცოდით.
- პროგრამის მონაწილე პასუხისმგებელია ყველა გადასახადის გადახდაზე, რომელიც მათ ქვეყანაშია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის.
- პროგრამის მონაწილე თანახმაა მიაწოდოს Paysera-ს პერსონალური და საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართი და Paysera ანგარიშის ნომერი), რათა Paysera-მ გადაიხადოს პროგრამაში მონაწილეობისთვის ანაზღაურება მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც დააარსა Paysera-მ და შეასრულოს სხვა ქმედებები, რომლებიც მოთხოვნილია კანონმდებლობით.