თანხის ჩარიცხვის საკომისიო
- Paysera ევროპულ ანგარიშზე თანხის ლარის და SEPA სისტემიდან ევროს ჩარიცხვა უფასოა, გარდა TARGET2 სისტემიდან შემოსული ჩარიცხვისა, რომლის საკომისიო შეადგენს: 0 - 9,999.99 EUR - 3.00 EUR, >10,000 EUR - 4 EUR. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რიგ შემთხვევებში სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვისას შესაძლოა დაგეკისროთ საკომისიო, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ანგარიშის შევსების ინსტრუქციის გენერირებისას.
- საგადახდო ბარათის გამოყენებით Paysera-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საკომისიო, Ecommpay-ის სისტემიდან - 1%
- Mastercard-ის ან Maestro card-ის ( Quipu-ს მეშვეობით) გამოყენებით Paysera-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საკომისიო, Quipu-ის სისტემიდან - 2,9 % , მინიმუმ 0,25 EUR.
- ჩარიცხვის ინსტრუქციის გენერირება შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკის და/ან Paysera Super App-ის გამოყენებით.
გახსენით Paysera Super App, აირჩიეთ შევსება > ქვეყენა > ვალუტა > შევსების ტიპი და მიიღეთ დაგენერირებული მონაცემები.
გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მარცხნივ მენიუში აირჩიეთ ანგარიშის შევსება, მიუთითეთ (1) > ქვეყანა(2) > ვალუტა(3), რეკვიზიტების მისაღებად დააჭირეთ ინსტრუქციის განახლებას (4).
შენიშვნა თუ თანხა გერიცხებათ Target 2 სისტემის წევრი ბანკიდან ან იღებთ თანხას ევროსა და ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, ანგარიშის შევსების ინსტრუქციის გენერირებისთვის, გთხოვთ გამოიყენოთ მოცემული ინსტრუქცია.
ღია ბანკინგის შემთხვევაში სისტემა გიჩვენებთ ბანკების ჩამონათვალს, საიდანაც შეგიძლიათ მარტივად გადმორიცხოთ თანხა თქვენს Paysera ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც აირჩევთ ბანკს (1) და შეიყვანთ თანხის ოდენობას, სისტემა გიჩვენებთ თანხის ჩარიცხვის საკომისიოს (2). (ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის)