PDF
დაბრუნდით უკან

დოკუმენტი განახლდა: 04.01.2026 წ.

საბარათე ტრანზაქციების ვალუტები და ვალუტის კონვერტაციის სქემები

სს ,,პეისერა ბანკი საქართველოს“ ბარათები მულტისავალუტოა, რაც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ერთი ბარათი რამდენიმე ვალუტის ანგარიშზე წვდომისთვის.

მულტისავალუტო ფუნქციონალი უზრუნველყოფს სხვადასხვა ვალუტებიდან ტრანზაქციების დამუშავებას. ეს ნიშნავს, რომ თუ ტრანზაქციის ვალუტის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ არის, სისტემა სხვა ანგარიშებიდან თანხის კონვერტაციით დაფარავს დაკლისს და დაადებეტებს შესაბამის ანგარიშს.

საბარათე ტრანზაქციების შესრულებისას გამოიყენება რამდენიმე ტიპის ვალუტა:

  • 1. ბარათის ანგარიშის ძირითადი ვალუტა - GEL

  • 2. ბარათის ანგარიშის დამატებითი ვალუტები – USD, EUR, HUF, DKK, PLN, RON, CZK, SEK, GBP, ALL, AUD, INR, NOK, CAD, NZD, HKD, JPY, CHF, MXN, SGD.

  • 3. ტრანზაქციის ვალუტა – ვალუტა, რომელშიც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია. ტრანზქციის ვალუტა შეიძლება იყოს ნებისმიერი ვალუტა, მიუხედავად იმისა ბარათის ანგარიში არის თუ არა შესაბამის ვალუტაში

  • 4. კლირინგის ვალუტა – Visa-ს მიერ გამოგზავნილი კლირინგის ვალუტა - GEL

  • 5. ანგარიშსწორების (Visa settlement) ვალუტა - EUR, USD

  • თუ ტრანზაქციის ვალუტა ემთხვევა ბარათის ანგარიშის რომელიმე ვალუტას და ანგარიშზე არის შესაბამისი ნაშთი → თანხა იჭრება იმავე ვალუტაში.

  • თუ ტრანზაქციის ვალუტაში საკმარისი თანხა არ არის, სისტემა ავტომატურად მოახდენს სხვა ვალუტებიდან კონვერტაციას ტრანზაქციის შესრულების მომენტში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად.

  • სხვადასხვა ვალუტებიდან თანხის ჩამოჭრისას ვალუტების რიგითობა განისაზღვრება ბარათის ანგარიშის დამატებითი ვალუტების ჩამონათვლაში მითითებული რიგითობის შესაბამისად.

  • თუ ტრანზაქციის ვალუტის შესაბამისი ანგარიშები არ არსებობს → მომხმარებელს თანხა ეჭრება ლარის ანგარიშიდან ტრანზაქციის შესრულების დროს ბანკში არსებული კომერციული კონვერტაციის კურსის შესაბამისად

თუ ტრანზაქცია შესრულდა ბარათის ანგარიშის რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა: → სისტემა ავტომატურად აკონვერტირებს თანხას სხვა ანგარიშებიდან ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად.

მაგალითი:

ბარათის ანგარიშზე მომხმარებელს აქვს შემდეგი ნაშთები შესაბამის ვალუტები: GEL 0,00; USD 50,00; EUR 10,00; GBP 100,00.
მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია: USD 80,00.

ჩამოჭრის სქემა:

  • სისტემა პირველ რიგში დაადებეტებს მომხმარებლის ანგარიშს 80,00 USD და რადგან ანგარიშზე სრულად არ არის თანხა, დაიწყებს სხვა ანგრიშებიდან თანხების შეგროვებას.

  • USD ანგარიშიდან ჩამოჭრის არსებულ 50,00 USD

  • დარჩენილ 30,00 USD სისტემა წამოიღებს სხვა ვალუტის ანგარიშებიდან:

    • 10 EUR → კონვერტირდება მიახლოებით 11,00 USD;

    • დარჩენილი 19,00 USD → იფარება GBP ნაშთდან კონვერტაციით 14,00 GBP

  • ტრანზაქცია სრულდება

ტრანზაქციის შემდეგომ დარჩენილი ბალანსი ანაგარიშებზე: GEL 0,00; USD 0,00; EUR 0,00; GBP

თუ ტრანზაქცია შესრულდა ბარათის ანგარიშებისგან განსხვავებულ ვალუტაში თანხა იჭრება ბანკის კლირიგის ვალუტაში (GEL) ლარის ანგარიშიდან. თუ ლარის ანგარიშზე არაა საკმარისი თანხა, სისტემა იწყებს თანხების შეგროვებას ბარათის ანგარიშებზე არსებული ნაშთებიდან, აკონვერტირებს ლარის ანგარიშზე ბანკის კომერციული კურსით.

მაგალითი:

ბარათის ანგარიშზე მომხმარებელს აქვს შემდეგი ნაშთები შესაბამის ვალუტები: GEL 5,00; USD 10,00; EUR 0,00; GBP 100,00.
მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია: TRY 700,00. TRY (თურქული ლირა არ არის ბარათის ანგარიშის ვალუტა)

ჩამოჭრის სქემა:

  • სისტემა პირველ რიგში დაადებეტებს მომხმარებლის ლარის ანგარიშს 700,00 თურქული ლირის შესაბამისი ექვივალენტით. მაგ: 43.00 GEL და ჩამოჭრის ლარის ანგარიშიდან არსებულ 5,00 GEL. რადგან ანგარიშზე სრულად არ არის თანხა, დაიწყებს სხვა ანგრიშებიდან თანხების შეგროვებას.

  • დარჩენილ 38 ლარს სისტემა იღებს სხვა ვალუტის ანგარიშებიდან:

    • USD ანგარიშიდან დააკონვერტირებს და გადაიტანს ლარის ანგარიშზე არსებულ 10,00 USD → 27,00 GEL;

    • დარჩენილი 11,00 GEL → იფარება GBP ნაშთდან კონვერტაციით 4,00 GBP.

  • ტრანზაქცია სრულდება

ტრანზაქციის შემდეგომ დარჩენილი ბალანსი ანაგარიშებზე: GEL 0,00; USD 0,00; EUR 0,00; GBP 96,00.