PDF
დაბრუნდით უკან

განახლდა:02/01/2020

საგადახდო ინსტრუმენტის დაკავშირება Paysera ანგარიშთან

ზოგადი ხელშეკრულება – საგადახდო მომსახურების ძირითადი ხელშეკრულება.

გადახდის ინსტრუმენტი –ნებისმიერი გადახდის ინსტრუმენტი, რომელსაც სისტემა საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს Paysera-ს ანგარიშს და განახორციელოს ,ცალკეულ შემთხვევებში, ასევე მიიღოს გადარიცხვები ამ გადახდის ინსტრუმენტის დახმარებით.

გაყიდვების წერტილი – ფიზიკური ადგილი მომსახურების გასაწევად ან საქონლის გასაყიდად/შესაძენად, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ გადახდის ინსტრუმენტის დახმარებით.

1. აღნიშნული დანართი მიემართება მომხმარებელს, რომელსაც აქვს Paysera-ს ანგარიში და სურს საგადახდო ოპერაციების შესრულება Paysera ანგარიშზე მიბმული გადახდის ინსტრუმენტებით.

2. როდესაც სარგებლობთ აღნიშნული მომსახურებით, გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა და აღნიშნულ დანართში მოცემული პირობები სრულად მიემართება მერჩენტს. აღნიშნულ დანართში არსებული ტერმინები გამოიყენება გენერალურ ხელშეკრულებაში განსაზღვრული მნიშვნელობებით.

3. Paysera ანგარიშის მქონე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სისტემაში მითითებული გადახდის ინსტრუმენტები დაუკავშიროს Paysera ანგარიშს და გამოიყენოს ისინი გადახდის ინსტრუმენტებად.

4. განსაზღვრული გადახდის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა უნდა დაუკავშიროს სისტემაში მითითებული ინსტრუმენტი თავის Paysera ანგარიშს, სისტემაში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

5. თითოეული კონკრეტული გადახდის ინსტრუმენტის გამოყენების პირობები, გადახდის ოპერაციების წესები, ჩამოწერის პირობები და ლიმიტები, Paysera ანგარიშთან გადახდის ინსტრუმენტის დაკავშირების ინსტრუქცია მოწოდებულია სისტემაში

6. როდესაც შესრულდება ტრანზაქცია, რომლის დროსაც გამოყენებულია გადახდის ინსტრუმენტი, Paysera ტოვებს გადახდის თანხების ოდენობას მომხმარებლის Paysera ანგარიშზე. თანხები ჩამოიწერება მერჩენტის ან მომსახურების მიმწოდებლისგან მოთხოვნის მიღებისთანავე.

7. სისტემაში მითითებული რომელიმე ინსტრუმენტის Paysera ანგარიშთან დაკავშირების შემდეგ, იგი ხდება გადახდის ინსტრუმენტები და შესაბამისად,მომხმარებელმა უნდა დაიცვას ზუსტად ისე, როგორც საბანკო ბარათები, ფული და სხვა ღირებული დოკუმენტები. მომხმარებელი, ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებულია, არ გადასცეს გადახდის ინსტრუმენტები ან პაროლები მესალე პირებს, არ მისცეს უფლება ან არ შეუქმნას სათანადო პირობები მესამე პირებს, საგადახდო ინსტრუმენტების გამოყენების ან პაროლების გაგებისთის. მომხმარებელი, რომელიც არ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულს, იღებს სრულ პასუხისმგებლობას გადახდის ინსტრუმენტით და მის Paysera ანგარიშზე განხორციელებულ საგადახდო ოპერაციებზე. იგი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, როგორც გადახდის ინსტრუმენტების, ისე გადახდის ინსტრუმენტების პაროლების უსაფრთხოებაზე.

8. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაკავშირებული საგადახდო ინსტრუმენტი ეკუთვნის ნამდვილად მომხმარებელს.

9.თუ მომხმარებელი დაკარგავს გადახდის ინსტრუმენტს ან სჯერა, რომ გადახდის ინსტრუმენტი მესამე პირის მიერ იქნა გარკვეული მან დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს ავტორიზაცია ანგარიშზე და გააუქმოს გადახდის ინსტრუმენტის კავშირი Paysera-ს ანგარიშთან. თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Paysera-ს, რათა გამოირიცხოს Paysera ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის შესაძლებლობა და დაიბლოკოს გადახდის ინსტრუმენტი. სიტყვიერი შეტყობინებები მიიღება მთელი საათის განმავლობაში ტელეფონის ნომერზე: +37068577562.

10.თუ მომხმარებელი ბიქრობს, რომ გადახდის ინსტრუმენტი მოიპარეს და/ან გადახდის ინსტრუმენტის პაროლი მესამე პირმა გაიგო მაგრამ ვერ შეატყობინა Paysera-ს და მის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს, ითვლება, რომ მომხმარებელმა დაკარგა გადახდის ინსტრუმენტი ან განხორციელდა უკანონო ოპერაციები მის Paysera ანგარიშზე, მომხმარებლის უხეში დაუდევრობის გამო.

11. თუ კლიენტი (გადამხდელი) არის მომხმარებელი (ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულებითა და მისი დანამატებით, რომელთა მიზანიც არ არის დაკავშირბული მის ბიზნეს ან პროფესიულ საქმიანობასთან), მომხმარებელს ეკისრება სრული ზარალი, რომელიც წარმოიშვა. არასანქცირებული გადახდის ოპერაციებისთვის 150 (ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტამდე ლიტებში, თუ ეს ზარალი იყო გამოწვეული:

11.1. დაკარგული ან მოპარული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენება;

11.2. გადახდის ინსტრუმენტის უკანონო შეძენა, თუ მომხმარებელს კლიენტს არ აქვს დაცული პერსონალიზებული უსაფრთხოების მახასიათებლები;

11.3 თუ კლიენტი (გადამხდელი)არ არის მომხმარებელი და/ან გადახდის ოპერაცია ხორციელდება წევრი ქვეყნის ვალუტაში, უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ვალუტაში. მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო.

12. მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალზე, რომელიც წარმოიშვა არაავტორიზებული საგადახდო ოპერაციის გამო, თუ გადამხელს ეს ზარალი მიადგა არაპატიოსანი ქცევის, უხეში დაუდევრობის, ერთი ან რამდენიმე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რომელიც მითითებული იყო აღნიშნულ დანართში ან გენერალურ ხელშეკრულებაში, დაიცვათ გადახდის ინსტრუმენტი ან მისი პაროლები და/ან გამოიყენოთ გადახდის ინსტრუმენტი მოცემული წესების დაცვით, ასევე არაავტორიზირებული ოპერაციის პაროლის გამოყენებით შესრულებისას.

13. თუ მომხმარებელმა გადასცა გადახდის ინსტრუმენტი მესამე პირს ან მესამე პირმა მოიპოვა წვდომა გადახდის ინსტრუმენტებზე, მომხმარებლის დაუდევრობის გამო, მომხმარებელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად პასუხისმგებელია და იღებს პასუხისმგებლობას გადახდის ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებზე.