განახლდა 31/03/2026
ფიზიკური პირის საგადახდო (სადებეტო) ბარათით მომსახურების პირობები
წინამდებარე ფიზიკური პირის საგადახდო (სადებეტო) ბარათით მომსახურების პირობები (შემდგომში „მომსახურების პირობები“) წარმოადგენს სს “პეისერა ბანკი საქართველოსა” (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841) და კლიენტს შორის გაფორმებული ფიზიკური პირების მომსახურების გენერალური ხელშეკრულების (შემდომში „გენერალური ხელშეკრულება“) დანართს. გენერალური ხელშეკრულების კონსოლიდირებული რედაქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე. წინამდებარე მომსახურების პირობები ძალაში შედის კლიენტის მიერ ბარათის შეკვეთის განაცხადის დადასტურებისთანავე და მოქმედებს როგორც პლასტიკური, ისე ციფრული ბარათით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში.
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე მომსახურების პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ერთჯერადი კოდი - შემთხვევითი წესით დაგენერირებული ციფრების კომბინაცია, რომელიც გამოიყენება დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევისას ოპერაციების შესასრულებლად
პინ-კოდი - ბარათის მფლობელის პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოადგენს ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის ერთ-ერთ ელემენტს.
საბარათე ანგარიში - კლიენტის მულტისავალუტო მიმდინარე ანგარიში, რომელზეც მიბმულია ბარათი და რომელზეც აისახება სადებეტო ბარათით შესრულებული ოპერაციები.
არასანქცირებული გადახარჯვა (ოვერდრაფტი) - კლიენტის საბარათე ანგარიშზე არსებული უარყოფითი ფულადი ნაშთი, რომელიც: (ა) წარმოშობილია ოფლაინ ოპერაციის შედეგად ან/და (ბ) წარმოშმობილია ბანკის წინაშე კლიენტის შესაბამისი დავალიანების დასაფარად.
ოფლაინ ოპერაცია – ოპერაცია, რომელიც დადასტურებული ან უარყოფილია ბანკთან დაკავშირების გარეშე;
ბარათი - ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელს შეუძლია დააინიციროს საბარათე ოპერაცია.
ძირითადი ბარათი - კლიენტის საბარათე ანგარიშთან რამდენიმე ბარათის დაკავშირების შემთხვევაში, ის ბარათი, რომელიც პირველად დაუკავშირდა საბარათე ანგარიშს;
დამატებითი ბარათი - კლიენტის საბარათე ანგარიშთან რამდენიმე ბარათის დაკავშირების შემთხვევაში, ის ბარათი, ძირითადი ბარათის საბარათე ანგარიშთან დაკავშირების შემდგომ დამატებით დაკავშირებული ყოველი მომდევნო ბარათი.
სადებეტო ბარათი - ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად განკარგოს საბარათე ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხები;
ციფრული ბარათი - ბანკის მიერ გამოშვებული ვირტუალური ბარათი, რომელიც წარმოადგენს ბარათის რეკვიზიტების (სულ მცირე, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას და რომლის საშუალებითაც ავთენტიფიკაციის შესაბამისი ზომების დაცვით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები.
ბარათის მფლობელი - ბანკის კლიენტი ფიზიკური პირი ან/და მის მიერ დასახელებული მესამე პირი, რომელიც სარგებლობს ბარათით.
დამატებითი ბარათის მფლობელი - კლიენტის მიერ განსაზღვრული პირი, რომელსაც გადაეცემა დამატებითი ბარათი.
ბარათის რეკვიზიტები - ბარათის ნომერი; ბარათის მოქმედების ვადა; ბარათის მფლობელის სახელი და გვარი; ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი (CVC2 ან CVV2) აღნიშნული კოდი წარმოადგენს უსაფრთხოების/ავთენტიფიკაციის ელემენტს).
განაცხადი – ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი ფორმისა და შინაარსის დოკუმენტი, რომელშიც ფიქსირდება კლიენტის მოთხოვნა საბანკო მომსახურების მიღების შესახებ.
განაღდების ოპერაცია – საბარათე ანგარიშიდან ბარათის მეშვეობით თანხის გატანის ოპერაცია.
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებება - ბანკომატი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკი, მობილური ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, მობაილბანკი, ინტერნეტბანკი ან სხვა მსგავსი საშუალება, რომელიც ბანკის მიერ განსაზღვრულია ხელმისაწვდომ საკომუნიკაციო საშუალებად.
„ავტორიზაცია“ - ბანკის მიერ დაშვებული არხებით ტრანზაქციის დადასტურება პინ კოდით და/ან ბარათის უკანა მხარეს განთავსებული უსაფრთხოების კოდით (CVV, CVC ა.შ.) და/ან 3D უსაფრთხოების კოდით და/ან ამ რეკვიზიტების ერთობლიობით და/ან ბანკის მიერ დადგენილი სხვა მექანიზმით, რომელიც გადაეცემა უშუალოდ კლიენტს/ბარათის მფლობელს;
ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული წინამდებარე თავში, განიმარტება გენერალური ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბარათით მომსახურების ზოგადი პირობები
2.1. ბარათით მომსახურების ფარგლებში, ბანკი უზრუნველყოფს მის მიერ გამოშვებული ,,ვიზა’’ (VISA) პლასტიკური/ციფრული ბარათის (შემდგომში "ბარათის") მეშვეობით საბარათე ოპერაციების შესრულებას და აღნიშნულის შესაბამისად საბარათე ანგარიშის ბალანსის ცვლილებას.
2.2. ციფრული ბარათით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციური საბანკო მომსახურების არხ(ებ)ით. ამასთან, ციფრული ბარათი შესაძლებელია:
2.2.1. დამატებულ იქნას Apple Pay-ის ელექტრონულ საფულეში
2.2.2. დამატებულ იქნას Google Pay-ის ელექტრონულ საფულეში
2.2.3. ელექტრონული საფულის მეშვეობით POS-ტერმინალზე გადახდების ოპერაციების განხორციელება.
2.3. წინამდებარე მომსახურების პირობების საფუძველზე და მის შესაბამისად, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ერთი ან რამდენიმე სადებეტო ბარათით, ჰქონდეს რამდენიმე საბარათე ანგარიში ან ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული რამდენიმე ბარათი. თითოეული პლასტიკური ბარათის სარგებლობის ვადა მითითებულია ბარათის ზედაპირზე, ხოლო ციფრული ბარათის შემთხვევაში - ციფრული ბარათის გამოყენებისთვის განკუთვნილ არხ(ებ)ში (მათ შორის ინტერნეტ-ბანკში/Paysera Super App-ში). ბარათი უქმდება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
2.4. როგორც პლასტიკური, ისე ციფრული ბარათით სარგებლობის წესები/პირობები დეტალურად მოცემულია წინამდებარე მომსახურების პირობებში, გენერალურ ხელშეკრულებასა და ბანკის ვებ გვერდზე ბარათთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებში, მათ შორის:
2.4.1. ბარათის შესახებ ინფორმაციისა და ხშირად დასმული კითხვების ვებ გვერდი.
2.4.2. ბარათის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ვებ გვერდი.
2.4.3. ბარათით მომსახურების საკომისიოებისა და განსაზღვრული ლიმიტების შესახებ ინფორმაციის ვებ გვერდი.
2.4.4. კონვერტაციის სქემების შესახებ ინფორმაციის ვებ გვერდი.
2.4.5. ამასთან, ,,ვიზა’’ (VISA) ბარათსა და საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე.
2.5. ბარათით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად. ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებისა და მათი გადახდის პერიოდულობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ გვერდზე.
2.6. კლიენტს უფლება აქვს ისარგებლოს ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული რამდენიმე ბარათით (ძირითადი და დამატებითი ბარათები). ასეთ შემთხვევაში ძირითადად ბარათად ითვლება ის ბარათი, რომელიც პირველად დაუკავშირდა საბარათე ანგარიშს, ხოლო დამატებითია ბარათი, რომელიც შემდგომ გაიცემა კლიენტზე ან/და მის მიერ დასახელებული მესამე პირისთვის. ერთ ანგარიშზე დამატებითი ბარათების ლიმიტი შეადგენს 20 ემბოსირებულ ბარათს როგორც ციფრულს/ასევე ფიზიკურს ერთობლივად.
3. ბარათის მოთხოვნისა და გააქტიურების წესი
3.1. როგორც პლასტიკური, ისე ციფრული ბარათის მისაღებად (მიუხედავად იმისა ძირითადია ის, თუ დამატებითი) კლიენტმა უნდა შეავსოს და დაადასტუროს შესაბამისი განაცხადი მობაილბანკის (Paysera Super App) /ან ინტერნეტბანკის მეშვეობით. პლასტიკური ბარათის დამზადების შესახებ განაცხადის დადასტურებისთანავე მომხმარებელს არსებული მიმდინარე ანგარიშიდან ჩამოეჭრება ბარათის დამზადების საკომისიო.
3.2. კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ბარათის დამზადება როგორც პირადი, ისე მის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ სარგებლობისთვის (ბარათის მფლობელისთვის).
3.3. პლასტიკური ბარათის ბარათის მფლობელისთვის გადაცემა ხორიცელდება ბანკის სერვის-ცენტრში ან კლიენტის მითითებით - საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საკომისიოს ჩამოჭრის შემდგომ, ბანკსა და კლიენტს შორის ბარათის შეკვეთის დროს შეთანხმებულ ვადაში. თითოეულ შემთხვევაში პლასტიკური ბარათის გადაცემა ხდება ბარათის მფლობელისა და ბანკს შორის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ბარათის მფლობელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების ხელმოწერამდე დარწმუნდეს, რომ გადაცემული პლასტიკური ბარათი შეესაბამება განაცხადში დაფიქსირებულ მოთხოვნას, ბარათს არ აღენიშნება ვიზუალური დაიზანება, ხოლო სპეციალური კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ბარათი დალუქულია და არ არის დაზიანებული. ბარათის მიღების დადასტურება ხდება ინტერნეტ ბანკის ან მობაილბანკის (Paysera Super App) მეშვეობით, ,,მივიღე ბარათი“ ღილაკზე დაჭერით.
3.4. კლიენტი ვალდებულია პლასტიკური ბარათის მიღების შემდგომ გაააქტიუროს ბარათი. ბარათის გააქტიურება ხდება ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მეშვეობით, ბარათის გააქტიურების ჩანართში ბარათის CVV კოდის შეყვანით. პლასტიკური ბარათის გამოყენება ბარათის გააქტიურების პროცედურის გავლის გარეშე შეუძლებელია. კლიენტი ვალდებულია ჩაიბაროს პლასტიკური ბარათი მისი მიღებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. კლიენტის მიერ სამთვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში ბარათი ავტომატურად დაიბლოკება მითითებული ვადის გასვლისთანავე. ციფრული ბარათი აქტიურდება მისი შეკვეთის დადასტურებისთანავე.
3.5. ბარათის მეშვეობით უკონტაქტო გადახდების ფუნქციის გააქტიურებისთვის კლიენტმა უნდა განახორცეილოს გადახდის ოპერაცია ბარათის კონტაქტური ჩიპის გამოყენებით ან მოათავსოს ბარათი ბანკომატში. რეკომენდირებულია ბარათის მიღების შემდგომ კლიენტმა განახორიცელოს დროებითი პინ კოდის ცვლილება.
3.6. ბარათის გააქტიურების შემდგომ კლიენტისთვის ინტერნეტბანკში ან/და მობაილბანკში, შესაბამის ჩანართში ხელმისაწვდომი ხდება PIN კოდი. პინ კოდის ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან, რომელიც ჩართულია Visa-ს სისტემაში.
3.7. თუ კლიენტი დაარღვევს პლასტიკური ბარათის ჩაბარების ვადას ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკი უფლებამოსილია კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე გაანადგუროს პლასტიკური ბარათი. ასეთ შემთხვევაში კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი ბარათის დამზადების საკომისიო და საფოსტო სერვისით სარგებლობის საკომისიო;
3.8. ციფრული ბარათის გააქტიურების შემდგომ, ციფრული ბარათის რეკვიზიტები კლინეტისთვის ხელმისაწვდომია ციფრული ბარათის გამოყენებისთვის განკუთვნილ არხ(ებ)ში - ინტერნეტ-ბანკში ან მობაილბანკში.
3.9. ბარათი, ბარათის მონაცემები, მათ შორის PIN კოდი, CVV/CVC კოდი, ერთჯერადი OTP კოდი და ბარათთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო/უსაფრთხოების ინფორმაცია, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას
4. ბარათით სარგებლობის წესები
4.1. ბარათის გააქტიურების შემდგომ, კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, განკარგოს მის საბარათე ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხები.
4.2. კლიენტი ვალდებულია ბარათით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ბანკის მიერ დადგენილი საკომისიოების ჩამოჭრისთვის საჭირო ოდენობის თანხების არსებობა საბარათე ანგარიშზე.
4.3. ბანკი უფლებამოსილია დააწესოს განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის ზღვრული თანხობრივი ოდენობა, განსაზღვროს ოპერაციების ლიმიტები ან/და შეზღუდოს გარკვეული ოპერაციები. მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის აზარტული თამაშები და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა მაღალი რისკის მქონე კატეგორიები) ბარათით გადახდაზე შეზღუდვები წარმოადგენს კლიენტის დაცვის მექანიზმს და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან;
4.4. კლიენტი უფლებამოსილია განკარგოს თანხა მის საბარათე ანგარიშზე ხელმისაწვდომი ვალუტების ფარგლებში. საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში თანხების განკარგვის შემთხვევაში, კლიენტის ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრისას მოხდება თანხის კონვერტაცია, ტრანზაქციის განხორციელების მომენტისთვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად. კონვერტაციის სქემების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ გვერდზე.
4.5. ვალუტების პრიორიტეტულობა განისაზღვრება ბანკის მიერ. ინფორმაცია საბარათე ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ მითითებულია პრიორიტეტულ ვალუტაში, იმ დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად. ბარათის ძირითადი ვალუტა არის ლარი. ხელმისაწვდომი დამატებითი ვალუტებია: EUR, USD, DKK, PLN, NOK, GBP, SEK, CZK, AUD, CHF, JPY, CAD, HUF, RON, NZD, HKD, INR, MXN, SGD, ALL.
4.6. საბარათე ოპერაციების ანგარიშზე ასახვა ხორციელდება პირველ რიგში იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია. თუ მომხმარებელს არ აქვს საბარათე ოპერაციის ვალუტის თანხა შესაბამის საბარათე ანგარიშზე და ამ ოპერაციის ანგარიშსწორება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში.
4.7. ბარათით განხორციელებულ ტარანზაქციებზე კლიენტს მობაილბანკის მეშვეობით (Paysera Super APP) მისდის ფუშ ნოტიფიკაცია. ასევე, მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი. თუ ბარათის გააქტიურების შემდეგ კლიენტი გადაწყვეტს, რომ ისარგებლოს მხოლოდ ინტერნეტ ბანკით, საბარათე ტრანზაქციებზე ინფორმაციის მიღების მიზნით იგი ვალდებულია გაიაქტიუროს მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი. წინააღმდეგ შემთვევი ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ შეტყობინების მიუღებლობაზე.
4.8. ბარათების ციფრული ვერსია მოქმედია ბარათის გააქტიურებისთანავე, პლასტიკური ბარათისგან დამოუკიდებლად. პლასტიკური ბარათის განადგურების შემთხვევაში, ბარათის ციფრული ვერსია მოქმედია კლიენტის მიერ მის გაუქმებამდე ან ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე.
4.9. ბარათის გახსნა, გაუქმება და ბარათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები კლიენტის მხრიდან დასტურდება ინტერნეტ ბანკის ან/და მობაილ ბანკის მეშვეობით.
4.10. კლიენტის მიერ ბარათით ოპერაციის შესრულებისთანავე ბანკი უფლებამოსილია საგადახდო დავალების მიღებისთანავე გახორციელოს კლიენტის საბარათე ანგარიშზე თანხის ბლოკირება იმ ოდენობით, რომელიც აუცილებელია კლიენტის მიერ ავტორიზებული ოპერაციის შესასრულებლად (მათ შორის ბანკის საკომისიოს ექვივალენტი ფულადი თანხის ჩამოსაჭრელად). ოპერაციის შესასრულებლად კონვერტაციის საჭიროების შემთხვევაში, კონვერტაცია ხორციედლება ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით იხ. შემდეგ ვებ გვერდზე.
4.11. საბარათე ოპერაციის განხორციელების და მისი ანგარიშზე ასახვის ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან - ასახვის ვადა დამოკიდებულია საერთაშორისო საგადახდო სისტემის მიერ ოპერაციის დამუშავების ვადებზე. ინტერნეტით შესრულებული გადახდა ან/და სხვა ბანკის ქსელში ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია ანგარიშზე აისახება შესაბამისი საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქციის დამუშავების მაქსიმალური ვადა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს.
4.12. კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკში.
4.13. ანგარიშსწორების (კლირინგის) ეტაპზე ოპერაციის თანხის ჩამოჭრა ხორციელდება შემდეგი წესით:
4.13.1.იმ შემთხვევაში, თუ დაბლოკილი თანხა შეესაბამება ოპერაციის საბოლოო ანგარიშსწორების თანხას, ჩამოჭრა ხდება პირდაპირ შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან. თუ ამ ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთია, ბანკი ახორციელებს თანხის შეგროვებას კლიენტის სხვა ვალუტის ანგარიშ(ებ)იდან, ხელმისაწვდომი ნაშთის მიხედვით, ანგარიშსწორების მომენტში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.
4.13.2.იმ შემთხვევაში, თუ დაბლოკილი თანხა არ შეესაბამება ოპერაციის საბოლოო ანგარიშსწორების თანხას, შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე შესაძლოა წარმოიქმნას არასანქცირებული გადახარჯვა. ამ შემთხვევაში: უარყოფითი ნაშთი იფარება პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან (ლარიდან). თუ პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ არის, დაფარვა გრძელდება სხვა ვალუტის ანგარიშ(ებ)იდან ხელმისაწვდომი ნაშთების მიხედვით. კონვერტაცია განხორციელდება ანგარიშსწორების მომენტში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით (იხ. www.paysera.ge). კონვერტაცია განხორციელდება მანამ, სანამ არ დაიფარება ოპერაციის სრული თანხის ზუსტი ოდენობა.
5. 3D უსაფრთხოების სერვისი
5.1. ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მფლობელისთვის 3D უსაფრთხოების სერვისის (Verified by Visa) მიწოდებას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების დაცვის მიზნით. სერვისი ჩართულია ავტომატურად და უფასოა.
5.2. 3D უსაფრთხოების სერვისის ფარგლებში, ინტერნეტ-ოპერაციის განხორციელებისას ბარათის მფლობელს ეგზავნება ერთჯერადი დადასტურების კოდი (OTP) ბარათის მფლობელის მობაილბანკში. ბარათის მფლობელი ვალდებულია დაიცვას OTP კოდის კონფიდენციალურობა და არ გაუმჟღავნოს ის მესამე პირებს.
5.3. სერვისის მოქმედების პირობები, გამონაკლისი შემთხვევები (მათ შორის დამახსოვრებული ბარათებითა და განმეორებადი ოპერაციებით სარგებლობის შემთხვევები) და სერვისის განახლების წესი განსაზღვრულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული 3D უსაფრთხოების სერვისის აღწერილობით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს.
6. არასანქცირებული ოვერდრაფტი
6.1. თანხის არასანქცირებული გადახარჯვისას კლიენტის საბარათე ანგარიში მინუსდება და გადახარჯვის შესახებ ინფორმაცია კლიენტს/ბარათის მფლობელს ეგზავნება მობაილბანკში Push შეტყობინების მეშვეობით. კლიენტი უფლებამოსილია გაიაქტიუროს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის) გაგზავნის სერვისი.
6.2. არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომენტისა, კლიენტი ვალდებულია შეავსოს საბარათე ანგარიში მინიმუმ ნულოვან ნაშთამდე შევსებისთვის საჭირო ოდენობის თანხით.
6.3. არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტის მიერ გამოყენებულ არასანქცირებულ გადახარჯულ თანხის ოდენობას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკში დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. საპროცენტო სარგებელი (პროცენტი) არასანქცირებულ ოვერდრაფტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
6.4. მულტისავალუტო საბარათე ანგარიშის შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე არსებობს არასანქცირებული ოვერდრაფტი, აღნიშნულ ბარათზე ნებისმიერ ვალუტაში თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას მოხდება თანხის კონვერტაცია და არასანქცირებული ოვერდაფტის დაფარვა
(კონვერტაცია განხორციელდება საბანკო ოპერაციის განხორციელების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით). ანგარიშ(ებ)ზე არსებული არასანქცირებული ოვერდრაფტის დაფარვის მიზნით, ბანკი ასევე უფლებამოსილია შესაბამისი ოდენობის თანხა უაქცეპტო წესით (კლიენტისთანხმობის გარეშე) ჩამოჭრას ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი სხვა ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის დავალიანება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ექვივალენტი დგინდება თანხის ჩამოჭრის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.
კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე არსებული ოვერდრაფტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს ოვერდრაფტი.
7. არაავტორიზებული საბარათე ოპერაცია
7.1. არაავტორიზებულია ოპერაცია, რომელიც არ არის შესრულებული კლიენტის მიერ გაცემული თანხმობის (ავტორიზაციის) საფუძველზე.
7.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი მიიჩნევს, რომ მის ანგარიშზე განხორციელდა არაავტორიზებული ან/და არასწორად შესრულებული ოპერაცია, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია ინტერნეტ-ბანკის ან მობილური აპლიკაციის (Paysera Super App) საშუალებით განახორციელოს ბლოკირება და შეატყობინოს ბანკს ოპერაციის აღმოჩენისთანავე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებით.
7.3. ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ ბარათის მფლობელის შეტყობინების მიღებისთანავე ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ბარათის შემდგომი გამოყენების შეზღუდვა (ბარათის დაბლოკვა).
7.4. თუ კლიენტი განაცხადებს, რომ ოპერაცია არაავტორიზებულია, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია ბანკის მიერ განხორციელებული გამოძიების პროცესში ბანკს წარუდგინოს ყველა საჭირო მტკიცებულება, მათ შორის, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ან/და მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ოპერაციასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, რათა დადგინდეს იყო თუ არა ოპერაცია ავთენტიფიცირებული ან/და სწორად განხორციელებული.
7.5. კლიენტი/ბარათის მფლობელი სრულად არის პასუხისმგებელი არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით ან/და გენერალური ხელშეკრულებით, წინამდებარე მომსახურების პირობებითა და სხვა დაკავშირებული წესებით და პირობებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით.
8. ბარათის დაბლოკვა და გაუქმება
8.1. კლიენტი უფლებამოსილია ინტერნეტ ბანკში ან/და მობაილ ბანკში (Paysera Super App) ავტორიზაციის შემდგომ, შესაბამისი ჩანართის გამოყენებით დაბლოკოს ბარათი. კლიენტის მიერ დაბლოკილი ბარათის განბლოკვა კლიენტს შეუძლია ბანკის აპლიკაციიდან და/ან ბანკისთვის მომართვის გზით.
8.2. ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს ბარათის საერთაშორისო სტოპ-სიაში ჩასმა, რაც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო სტოპ-სიაში ბარათის ჩასმა ხდება VISA-ს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად და მოითხოვს კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი საკომისიოსათვის საკმარისი თანხის არსებობას.
8.3. ბარათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბარათი ავტომატურად იბლოკება შემდეგ შემთხვევებში:
8.3.1. ბანკომატში პინ კოდის სამჯერ არასწორად შეყვანისას;
8.3.2. ონალინ ყიდვისას CVV კოდის სამჯერ არასწორად შეყვანისას;
8.3.3. ყადაღა/ინკასოს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს;
8.3.4. საპროცესინგო ცენტრის მიერ ავტომატურ რეჟიმში, თუ საპროცესინგო ცენტრის პროგრამულმა უზრუნველყოფამ თაღლითობის რაიმე მცდელობა დააფიქსირა.
8.3.5. გარდა ავტომატური დაბლოკვის შემთხვევებისა, ბარათის დაბლოკვა შესაძლებელია კლიენტის მოთხოვნით ან/და ბანკის გადაწყვეტილებით, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე მომსახურების პირობებში;
8.4. ბარათის მოქმედება შეჩერდება კლიენტის/ ბარათის მფლობელის მიერ ბანკის წინაშე ბარათის დაბლოკვის ნების დაფიქსირების შემდგომ.
8.5. ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ დაბლოკოს ბარათი ან/და აღკვეთოს მისი შემდგომი გამოყენება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბარათე ინსტრუმენტი გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაავტორიზებული ოპერაციების, მათ შორის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების, განხორციელების მიზნით, ირღვევა უსაფრთხოების ნორმები ან/და ასეთი დაბლოკვა მიზანშეწონილია სხვა მიზეზების გამო ან/და თუ ბარათის მფლობელი არღვევს გენერალურ ხელშეკრულებას, ბარათის მომსახურების პირობებს ან/და ბანკის წინაშე აქვს ვადაგადაცილებული ვალდებულება. ამ შემთხვევაში ბარათის მფლობელს დაუყოვნებლივ გენერალური ხელშეკრულებით დაშვებული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიეწოდება ინფორმაცია განხორციელებული ქმედების შესახებ.
8.6. ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრულ რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია დაბლოკოს ან გააუქმოს ბარათის მოქმედება.
8.7. ბანკს უფლება აქვს დახუროს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში შემდეგ შემთხვევებში:
8.7.1. ბანკსა და ,,ვიზას” (VISA) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კლინეტისთვის საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
8.7.2. კლიენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე - კლიენტის მომართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
8.7.3. ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვისას - ავტომატურად;
8.7.4. კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების არსებითი დარღვევის შემთხვევაში - კლიენტისათვის 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
8.8. ბარათის/საბარათე ანგარიშის დახურვის შემდეგ კლიენტი ვალდებულია 10 კალენდარული დღის განმავლობაში დაუბრუნოს ბარათი ბანკს ან გაანადგუროს ის. ბარათის დაუბრუნებლობა არ ათავისუფლებს კლიენტს წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
8.9. ბარათის/საბარათე ანგარიშის დახურვა არ იწვევს კლიენტის სხვა ანგარიშების ან პროდუქტების ავტომატურ დახურვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან ან კანონმდებლობიდან.
9. მხარეთა უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები
9.1. კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია:
9.1.1. უზრუნველყოს ბარათით განხორციელებული ოპერაციების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის შენახვა და წარუდგინოს იგი ბანკს სადავო საკითხების წარმოშობისას;
9.1.2. დაიცვას ბარათის, ბარათის მონაცემების (მათ შორის PIN, CVV/CVC, OTP), მობილური მოწყობილობისა და ბარათთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს/გაამჟღავნოს ისინი მესამე პირებს. კლიენტი სრულად პასუხისმგებელია ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდება მისი წვდომის მონაცემების გამოყენებით.
9.1.3. ყოველი კალენდარული თვის ბოლოს გაეცნოს ბარათის მეშვეობით განხორციელებულ ყველა ოპერაციას, რათა დარწმუნდეს მათ სისწორეში და, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე პირობებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წერილობით აცნობოს ბანკს აღმოჩენილი უზუსტობის ან სადავო ტრანზაქციის შესახებ.
9.1.4. დაუყოვნებლივ, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, 24/7 ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 22 55 22 ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინების სერვისის მეშვეობით, შეატყობინოს ბანკს ბარათის, ბარათის მონაცემების, მობილური მოწყობილობის ან ბარათთან დაკავშირებული აქსესუარის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელების ფაქტის ან ამგვარი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
9.1.5. ბარათის გამოყენებით შესრულებული ოპერაციების სადავოობის შემთხვევაში, თუ კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა ბანკს აღნიშნულის შესახებ, კლიენტი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ბანკს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით ლოკალური ოპერაციის ანგარიშზე დადებეტებიდან 13 (ცამეტი) თვის ვადაში. ამგვარი წერილობითი მომართვა საერთაშორისო ოპერაციის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს დადებეტებიდან 75 დღისა.
9.1.6. აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
9.1.7. კლიენტი ვალდებულია ბანკში რეგისტრირებული საკონტაქტო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი) იყოს სწორი და განახლებული. ბანკში დარეგისტრირებული მობილური ნომერი წარმოადგენს 3D უსაფრთხოების სერვისის ფარგლებში OTP კოდის მიღების ერთადერთ არხს — არასწორი ან მოძველებული ნომრის შემთხვევაში კლიენტი ვერ შეძლებს 3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობას. ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ საკონტაქტო მონაცემების განუახლებლობით გამოწვეულ შედეგებზე./p>
9.1.8. თუ კლიენტს ეჭვი ეპარება, რომ მისი წვდომის მონაცემები (პაროლი, PIN, OTP) ან ბარათის მონაცემები ცნობილი გახდა მესამე პირისათვის, ან რეალური საფრთხე შეექმნა მის ანგარიშს, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ:
9.1.8.1. შეცვალოს პაროლები ბანკის მობაილ/ინტერნეტ ბანკინგში; და
9.1.8.2. შეატყობინოს ბანკს 24/7 ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 XX XX XX ან მობაილ/ინტერნეტ ბანკის შეტყობინების სერვისის მეშვეობით ბარათის დასაბლოკად.
9.1.8.3. ბანკი პასუხს არ აგებს შეუტყობინებლობით ან/და პაროლის გამჟღავნებით გამოწვეულ შედეგებზე.
9.1.8.4. კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია საკონტაქტო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ განაახლოს ისინი ბანკის მიერ დადგენილი წესით. ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობაზე, თუ კლიენტმა საკონტაქტო მონაცემები შეიცვალა და ამის შესახებ ბანკს არ აცნობა.
9.2. კლიენტი უფლებამოისლია:
9.2.1. მოითხოვოს დამატებითი ბარათი, დამატებითი საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, დამატებითი ბარათის გაუქმება, დამატებითი ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა;
9.2.2. მოითხოვოს ბარათის გაუქმება ან/და საბარათე ანგარიშის დახურვა;
9.2.3. შეცვალოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ბარათის პინკოდი;
9.2.4. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მრავალჯერადად, ბანკის მიერ დადგენილი წესით მიმართოს ბანკს მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდების გააქტიურების ან ხელახლა დაბლოკვის მოთხოვნით. კლიენტი აცნობიერებს, რომ ამგვარი გააქტიურება ხდება კლიენტის პირადი რისკის ფარგლებში და ბანკი პასუხს არ აგებს გააქტიურებული გადახდების შედეგად მიყენებულ ზიანზე.
9.2.5. კლიენტი უფლებამოსილია წარუდგინოს ბანკს პრეტენზია ბარათით (როგორც ციფრული ასევე მატერიალური) შესრულებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ზეპირად ან წერილობით (ელექტრონული ფორმით მისამართზე: [email protected]; ტელ: +995 32 2 22 55 22). კლიენტის მომართვა უნდა განხორციელდეს ოპერაციის დაფიქსირებიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. კლიენტის მიერ საჩივრის წარდგენისა და ბანკის მიერ მისი განხილვის პროცედურა და პირობები მოცემულია შემდეგ ვებ გვერდზე.
9.3. კლიენტი პასუხისმგებელია:
9.3.1. მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
9.3.2. ა) საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
9.3.3. ბ) დაკარგვა გამოწვეული იყო ბანკის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
9.3.4. კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით, აგრეთვე მის მიერ გენერალური ხელშეკრულების, წინამდებარე მომსახურების პირობების ან/და კანონით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს წინამდებარე მომსახურების პირობების 9.3.1 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
9.4. ბანკი პასუხისმგებელია:
9.4.1. ბარათის დაკარგვის შესახებ ბარათის მფლობელისგან შეტყობინების მიღების შემდგომ შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე და ამგვარი რეაგირების განუხორციელებლობის თანმდევ შედეგებზე;
9.5. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
9.5.1. დაკარგული ან/და მოპარული ბარათით განხორციელებულ საბარათე ოპერაციებზე, თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება ან/და ბანკის სხვაგვარად ინფორმირება;
9.5.2. ბარათის მეშვეობით განხორციელებულ ოფლაინ ტრანზაქციებზე, რომლებიც სრულდება საერთაშორისო საგადახდო სისტემის წესების შესაბამისად რეალურ რეჟიმში ბანკის დასტურის გარეშე;
9.5.3. ბარათით განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ კონფიდენციალური მონაცემების (PIN, CVV, OTP) გამჟღავნებით;
9.5.4. დაგვიანებულ, არასწორ ან შეუსრულებელ ოპერაციებზე, რომლებიც გამოწვეულია საერთაშორისო საგადახდო სისტემის ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, რომლებიც ცდება ბანკის კონტროლს;
9.5.5. თუ კლიენტმა დაკარგა მისი პროფილის ან სხვა პაროლი, ან ის ცნობილი გახდა მესამე პირისათვის კლიენტის ან Paysera-ს ბრალის/მიზეზის გარეშე, ასევე რეალური საფრთზე შეექმნა ან შეიძლება შეექმნას კლიენტის პროფილს, კლიენტი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლები, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს Payseraს ხელშეკრულების მე-10 მუხლში მითითებული საშუალებებით. Paysera არ არის პასუხისმგებელი შეუტყობინებლობით გამოწვეულ შედეგებზე.
9.5.6. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ ბარათის გამოყენებით ინტერნეტში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, მათგან გამომდინარე შედეგებზე და რისკებზე;
9.5.7. სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან წარმოქმნილ სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით ბანკი იმოქმედებს Visa International-ის წესებისა და პროცედურების შესაბამისად - ბანკი არ იძლევა გარანტიას სადავო თანხის დაბრუნებაზე, თუ საერთაშორისო საგადახდო სისტემის მიერ განხილვა არ გადაწყდება კლიენტის სასარგებლოდ;
9.5.8. ბანკი არ არის ვალდებული აანაზღაუროს არაავტორიზებული ოპერაციის თანხა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითური ქმედებას ან/და კანონმდებლობით, ხელშეკრულებით ან წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევას. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს დადგენილი 100 ლარის ზღვარი.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. კლიენტის მიერ წინამდებარე მომსახურების პირობებზე დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით გაცემული თანხმობა უტოლდება კლიენტის მატერიალურად შესრულებულ ხელმოწერას და აქვს ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.2. წინამდებარე მომსახურების პირობების დადასტურებით, კლიენტი ასევე ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და იძლევა თანხმობას ბანკმა მისი წინასწარი ან დამატებითი თანხმობის გარეშე, დაამუშაოს/გადასცეს კლიენტის პერსონალური/კონფიდენციალური მონაცემები საბარათე სქემებს (Visa), საგადახდო სისტემებს, შუამავალ/მიმღებ ბანკებს მომსახურების გაწევის მიზნით.
10.3. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1; ვებ. გვერდი - https://www.nbg.gov.ge). საზედამხედველო ორგანო არ არის პასუხისმგებელი Paysera-ს მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
10.4. გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას აქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ხელ ხაზზე - 032 2 406 406.