მარტივი, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი - ერთი ბარათი, უსაზღვრო შესაძლებლობები
იქნება ეს ყოველდღიური ხარჯები, ონლაინ შოპინგი თუ თქვენი ბიზნესის მართვა მთელ მსოფლიოში — Visa Premium ბარათები ცხოვრებასა და მუშაობას უფრო მარტივს ხდის. ისარგებლეთ ციფრული და ფიზიკური ბარათებით, მარტივი კონტროლით და გლობალური ხელმისაწვდომობით.
Visa Signature
Visa Signature – თქვენი კომფორტისთვის მსოფლიოს მასშტაბით. გადაიხადეთ, იმოგზაურეთ და მართეთ თქვენი ფინანსები შეუფერხებლად, სადაც არ უნდა იყოთ.
Visa Signature ბიზნეს ბარათი
შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ ეფექტურობასა და მოქნილობას. Visa Signature ბიზნეს ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას გაამარტივოთ კომპანიის გადახდები, გააუმჯობესოთ მოგზაურობის გამოცდილება და უზრუნველყოთ ის, რაც მნიშვნელოვანია.
ერთი ბარათი ყველა მომენტისთვის
იშოპინგე ონლაინ მარტივად, მართეთ გადახდები 22 ვალუტაში და შეუკვეთეთ დამატებით 10-მდე ბარათი ოჯახის წევრებისთვის ან კოლეგებისთვის - ეს ყველაფერი კი თქვენი ტელეფონიდან.
გლობალური ხელმისაწვდომობა
ბარათს გამოიყენებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Visa ბარათი ინტეგრირებულია. შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა ან გაანაღდოთ ევროსა და სხვა ვალუტებში შეღავათიანი გაცვლითი კურსით, ყოველგვარი საკომისიო ხარჯების გარეშე.
ბარათის ციფრული და ფიზიკური მოქნილობა
ბარათის მომენტალური აქტივაცია და დაკავშირება Apple Pay, Google Pay ან Samsung Pay-სთან. ფიზიკური თუ ციფრული, თქვენი ბარათი მზად არის გამოყენებისთვის.
ცალკეული IBAN ანგარიში
ბარათზე მიბმული ინდივიდუალური IBAN გაძლევთ სრულ კონტროლს განსაზღვროთ ხარჯვისა და გადარიცხვის ზუსტი ლიმიტები.
ონლაინ შოპინგი უსაფრთხოდ და მარტივად
ორმაგი აუტენთიფიკაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო ტრანზაქციებს, რაც გულისხმობს, რომ ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად მისი დაბლოკვა აპლიკაციიდან შეგიძლიათ.
სწრაფი წვდომა აეროპორტში
დაზოგეთ დრო ევროპის, თურქეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავარ აეროპორტებში. წარადგინეთ Paysera Visa Signature ბარათი და აირიდეთ რიგები.
1200+ ლაუნჯზე წვდომა მსოფლიოში
დაისვენეთ ან იმუშავეთ კომფორტულად Visa Airport Companion აპლიკაციით და DragonPass-ის საშუალებით. ისიამოვნეთ 10 ვიზიტით წელიწადში ან შეუზღუდავი წვდომით, თუ ბოლო 35 დღეში დახარჯეთ 5 000 ლარი.
მოგზაურობის კომფორტი და კონსიერჟი
ექსკლუზიური ტარიფები სასტუმროებზე, ავტომობილების დაქირავება და მოგზაურობის დაგეგმვა - Visa Concierge მოგზაურობის გასამარტივებლად ყველა დეტალზე იზრუნებს.
სრული სამოგზაურო დაზღვევა
იმოგზაურეთ მშვიდად, დაზღვევა ფარავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს: ფრენის დაგვიანებას, ბარგის დაკარგვასა და გადაუდებელ სიტუაციებს საზღვარგარეთ.
ექსკლუზიური შეთავაზებები
სპეციალურად შერჩეული ფასდაკლებები და პრემიუმ გამოცდილებები: სასტუმროები, ავტომობილები, გართობა და რესტორნები, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით.
შენი Visa Signature ბარათის ყველა შესაძლებლობა
პრემიუმ ბარათი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თანხის გადახდის საშუალება. ეს არის გამოცდილება, რომელიც შენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. ნახე Visa Signature ბარათის ყველა ბენეფიტი - www.visa.com.ge
როგორ შევუკვეთო ბარათი?
ინფორმაცია Visa ბარათის შესახებ ან დამატებითი ინფორმაცია Visa ბარათის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც გახდება Paysera-ს მომხმარებელი და გაივლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესს
როგორ შევუკვეთო ბარათი?
-
გაიარეთ ავტორიზაცია ან შექმენით ანგარიში Paysera მობილურ აპლიკაციაში
-
გადადით ბარათებში
-
გაეცანით ტარიფებსა და საკომისიოებს, დააჭირეთ "+"
-
შეავსეთ მონაცემები და შეუკვეთეთ ბარათი
ბარათის შეკვეთამდე დარწმუნდით, რომ ბარათის შეკვეთისა და მიწოდების ხარჯების დასაფარად Paysera-ს ძირითად ანგარიშზე საკმარისი თანხა გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ანგარიში.
ციფრული ბარათის აღება და გააქტიურება სრულიად უფასოა.
მომხმარებელს დამატებით ერთ ანგარიშთან დაკავშირებული რამდენიმე ბარათის შეკვეთა შეუძლია. დამატებითი ბარათების რაოდენობა დამოკიდებულია ბარათის ტიპზე. ბიზნეს ბარათის შეკვეთის შემთხვევაში აუცილებელია იმ პირის/პირების მონაცემების(ავტორიზაციის სახელი - ელ.ფოსტა ან მობილურის ნომერი) წარდგენა, რომლებიც ბარათს გამოიყენებენ.
-
გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში
-
გადადით ბარათებში
-
დააჭირეთ ბარათის გააქტიურებას
-
შეიყვანეთ CVV კოდი
აუცილებელია ბარათი დამზადებიდან 3 თვის განმავლობაში გაააქტიუროთ.
-
გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
-
გადადით ბარათებში
-
აირჩიეთ ბარათის შევსება
-
აირჩიეთ თქვენი მიმდინარე ანგარიში, თანხის ოდენობა და დაადასტურეთ გადარიცხვა
იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გაქვთ, ანგარიშის შევსება საბანკო გადარიცხვის საშუალებით შეგიძლიათ. ჩასარიცხად საჭირო საბანკო რეკვიზიტების მისაღებად მიჰყევით ინსტრუქციას: გაიარეთ ავტორიზაცია Paysera-ს ონლაინ ბანკში > ანგარიშები და ბარათები> ანგარიშის შევსება
-
გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
-
გადადით ბარათებში
-
დააჭირეთ ღილაკს "იხილეთ ბარათის PIN"
-
შეიყვანეთ CVV კოდი
-
გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
-
გადადით ბარათებში
-
დაბლოკეთ ბარათი - თქვენი ბარათი დროებით დაიბლოკება, მისი განბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ
-
ბარათის გაუქმება - თქვენი ბარათი გაუქმდება და საბარათე ანგარიში დაიხურება.
თუ ეჭვობთ, რომ ბარათი დაკარგეთ ან სხვას აქვს მასზე წვდომა, დაბლოკეთ ბარათი დაუყოვნებლივ. არ გაანდოთ სხვას თქვენი ბარათის PIN კოდი ან ბარათის სხვა მონაცემები
Paysera Visa Signature ბარათის დამატება შეგიძლიათ როგორც Apple Pay-ში, ისე Google Pay-ს ციფრულ საფულეში.
ამისთვის აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისა და ბარათებში გადასვლის შემდეგ გამოგიჩნდებათ ღილაკი ბარათის ციფრულ საფულეში დასამატებლად.
*ბარათის დამატება შესაძლებელია PayPal-შიც.
Paysera Visa Signature ბარათის მიღება და გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ, სადაც Visa ბარათების მიღებაა ნებადართული.
ციფრული ბარათის აღება და გააქტიურება ნებისმიერ ლოკაციაზე რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ.
ფიზიკური ბარათის მიწოდების დრო და ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ ლოკაციასა და საკურიერო მომსახურების ტიპზე.